LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პერის ჰილტონმა ბრიტნი სპირსისა და ლინდსი ლოჰანის შემოქმედებიდან ფავორიტი სიმღერები დაასახელა

136
photo-collage.png (2)

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, პერის ჰილტონმა ის სიმღერები დაასახელა, რომელთაც სხვადასხვა არტისტის შემოქმედებიდან, ფავორიტად მიიჩნევს.

ჟურნალისტმა მას რამდენიმე შემსრულებლის, მათ შორის დიდი ხნის მეგობრების – ბრიტნი სპირსისა და ლინდსი ლოჰანის საყვარელ ჰიტებზე ჰკითხა, რაზეც სელებრითმა პასუხი დაუფიქრებლად გასცა.

სპირსის შემთხვევაში მან რჩეულ ჩანაწერად Gimme More, ხოლო ლოჰანის – Rumors აღიარა.

ჰილტონმა ასევე თქვა, რომ მის ფლეისლისტში საპატიო ადგილს ტეილორ სვიფტის Blank Space და ლედი გაგას The Fame იკავებს.

შეკითხვაზე, რომელ ტრეკს გამოარჩევდა სიას შემოქმედებიდან, პერისმა აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს ADHD, რომელზეც მათ ერთად იმუშავეს. ჩანაწერი ჰილტონის მეორე სტუდიურ ალბომში – Infinite Icon შედის, რომლის პროდიუსერი სწორედ ავსტრალიელი მუსიკოსია.

18 წლის შემდეგ, პერის ჰილტონი ახალ დისკს გამოუშვებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები