LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტმა საკუთარი კატების სახელები სასაქონლო ნიშნად დაარეგისტრირა – საინტერესო ფაქტები კატების სახელების შესახებ

133
photo-collage.png

ტეილორ სვიფტმა ოფიციალურად დაარეგისტრირა სასაქონლო ნიშანი თავისი სამი კატის — მერედიტის, ოლივიას და ბენჯამინის სახელებზე.

აღსანიშნავია, რომ ტეილორის კატები დიდი ხანია მისი იმიჯის ნაწილია, ეს რეგისტრაცია კი მომღერალს აძლევს ექსკლუზიურ უფლებას სახელები გამოიყენოს სხვადასხვა ტიპის მერჩენდაიზზე, მათ შორის ტანსაცმელზე, სათამაშოებზე, ჩანთებზე, სამკაულებსა და სახლის აქსესუარებზე.

ამრიგად, ამ იურიდიული ნაბიჯით ის ხელს უშლის სხვა პირებს ან კომპანიებს, უნებართვოდ დაამზადონ და გაყიდონ ნივთები მისი კატების სახელების გამოყენებით.

საგულისხმოა, რომ ტეილორ სვიფტს 150-ზე მეტი სხვადასხვა სასაქონლო ნიშანი აქვს რეგისტრირებული. ის ცნობილია თავისი მუსიკალური ინტელექტუალური საკუთრების, ალბომების, სიმღერების ტექსტებისა და სხვადასხვა ფრაზის დაცვით. მისი კომპანიები, ძირითადად TAS Rights Management, წლების განმავლობაში აქტიურად აკეთებენ განაცხადს სასაქონლო ნიშნებზე, რათა დაიცვან თავიანთი ბრენდი. აღნიშნული სტრატეგია ეხმარება მას, თავიდან აიცილოს კონტრაფაქტული პროდუქციის გაყიდვა და ჰქონდეს სრული კონტროლი თავის კომერციულ საქმიანობაზე.

საინტერესო ფაქტები ტეილორ სვიფტის კატების შესახებ:

  • მერედიტ გრეი: ჯიშის მიხედვით, შოტლანდიური ფოლდი. სახელი დაერქვა სერიალ – „გრეის ანატომიის“ პერსონაჟის პატივსაცემად. სვიფტმა ის 2011 წელს აიყვანა.
  • ოლივია ბენსონი: ჯიშის მიხედვით, შოტლანდიური ფოლდი. სახელი ეწოდა სერიალ – „კანონი და წესრიგის“ გმირის მიხედვით. სვიფტმა ის 2014 წელს აიყვანა. ოლივია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ შინაურ ცხოველად ითვლება. რეკლამებსა და მუსიკალურ კლიპებში მონაწილეობით, მისი ქონება დაახლოებით 97 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
  • ბენჯამინ ბატონი: ჯიშის მიხედვით, ,,რაგდოლი”. ტეილორმა ის 2019 წელს, სიმღერის – ME! კლიპის გადაღებებზე გაიცნო და აიყვანა. სახელი ეწოდა ფილმის – „ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია“ პროტაგონისტის ნიშნად. ის განსაკუთრებით ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ტეილორთან ერთად 2023 წლის Time Person of the Year-ის გარეკანზე მოხვდა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები