„პიკეტირება – ხმაური თავისუფლებისთვის!“- ასეთია აქციის სლოგანი, რომელსაც გმირთა მოედანზე აქტივისტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციას მართავენ.
მათი მიზანი გმირთა მოედნის სრულად პიკეტირებაა.
როგორც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს განუცხადეს, გზის გადაკეტვა უკანონოა და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამას აქციის მონაწილეების რაოდენობა მოითხოვს.
„გზის გადაკეტვა კანონით აკრძალულია. თუ ამ ტერიტორიაზე ვერ დაეტევით, მხოლოდ მაშინ გექნებათ გზის გადაკეტვის უფლება, ჩვენთან შეთანხმებით“ – განუცხადა სამართალდამცველმა აქტივისტებს.
ფოტო „ინტერპრესნიუსი”