72 წლის ლეგენდარული მსახიობი, სემუელ ელ ჯექსონი Covid-19-ზე აიცრა. ფოტოები ვარსკვლავმა „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა და ემოციები 6,9 მილიონ გამომწერს გაუზიარა.
„პირველი დარტყმაც მივიღე“, – დაწერა ჯექსონმა.
ამ ღირშესანიშნავი დღისთვის სემუელმა „შურისმაძიებლების“ პრინტიანი ჭრელი პირბადე შეარჩია.