LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი რესტორანი ევროპაში, რომელიც ელექტროენერგიის გარეშე იმუშავებს, საფრანგეთში გაიხსნა

137
4d77c5557401630077af4f8f7d310293

საფრანგეთში, კერძოდ კი მარსელში გაიხსნა პირველი ევროპული რესტორანი, სადაც საკვებს ელექტროენერგიის, გაზის და შეშის გარეშე მოამზადებენ: წარმოება სრულად მზის ენერგიაზე იქნება დამოკიდებული. სიახლის შესახებ Turkmen portal წერს.

სამზარეულოს ღუმელი სწორედ მზის ენერგიით ხურდება და თანამედროვე ტექნოლოგიების დამსახურებით ზედაპირი 400 გრადუსამდე ცხელდება.

ჯერ-ჯერობით რესტორანი მხოლოდ ორშაბათი-პარასკევი, მზიან ამინდში მუშაობს, ანუ 11:30 საათიდან 14:00 საათამდე.

მოგვიანებით მეპატრონეები ტერიტორიაზე ბიოგაზის მოწყობილობის დადგმას აპირებენ, რაც ორგანულ ნარჩენებს გაზად გადააქცევს. სიახლე მზარეულს საშუალებას მისცემს, რომ საკვები მოღრუბლულ ამინდში და მზის ჩასვლის შემდეგაც მოამზადოს.

გარდა ამისა, რესტორნის ტერიტორიაზე გააშენებენ ბაღს, რათა ხილი და ბოსტნეული იქვე მოიყვანონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები