LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პლასტიკური ქირურგია და პაციენტის ფსიქოლოგიური მზაობა -სილამაზის აკადემია

457
ალექსანდრე-კალანტაროვი

პლასტიკური ქირურგია და პაციენტის ფსიქოლოგიური მზაობა – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ პლასტიკურმა ქირურგმა ალექსანდრე კალანტაროვმა ისაუბრა.

პაციენტი მოდის ჩვენთან თავისი სურვილით, მაგრამ ჩვენ ვაფასებთ მის ფსიქოლოგიურ სტატუსს. ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა აუცილებელია, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ პაციენტის სურვილები ადეკვატურია და პაციენტი მზადა არის პოსტ ოპერაციული პერიოდი მართოს. გარდა ამისა, პაციენტის სურვილი ზოგჯერ არ არის ადეკვატური, უფრო მეტი უნდა, ვერ ხვდება რომ ეს რეალური ცხოვრებაა, და თუ რამე გინდა, ამას უნდა მორალურად გაუძლო, სანამ შედეგი დადგება.

რამდენად არის საჭირო ფსიქოლოგიურ მზაობასთან დაკავშირებით გაიდლაინებში იყოს შეყვანილი?

თუ ოპერაციამდე აბარებენ სისხლის ანალიზს, ვირუსებზე ანალიზს, მე აქვე შევიყვანდი ფსიქოლოგიური სტატუსის შემოწმებასაც. საზღვარგარეთ ეს არის ნებაყოფლობითი, მაგრამ თვითონ პაციენტები პასუხისმგებლობით ეკიდებიან და თავად მიდიან შემოწმებაზე.

რა ასაკიდან არის დასაშვები პლასტიკური ჩარევა?

ოფიციალური ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. ამის მაგალითი ყურის კორექციაა. მშობელს მოჰყავს 5-6 წლის ბავშვი. იურიდიულად 14 წლამდე მშობლის თანხმობაა საჭირო ნებისმიერ ოპერაციაზე და 16 წლიდან თავად პაციენტის სურვილით ტარდება.

რაც ეხება ასაკობრივ ოპერაციებს, საწყის ეტაპზე რა ჩარევებია რეკომენდებული?

სახეს რაც ეხება, ის ჩანს და ვერც ვარცხნილობით და ვერც სათვალით ვერ დაფარავ. მოდიან 18-19 წლის გოგოები, უნდათ ქუთუთოს ან თვალის ფორმის შეცვლა. ახლა არსებობს სახის ენდოსკოპიური საშუალებები, ბევრი ჩარევის გაკეთება შეგვიძლია ჭრილობის გარეშე. მაგრამ თუ უფრო სერიოზულ ჩარევაზეა საუბარი, პაციენტს ვურჩევთ კოსმეტოლოგიურ პროცედურებსაც დროის გადავადების კუთხით.

კოსმეტოლოგიური ჩარევების შემდეგ რთულდება პლასტიკური ქირურგებისთვის მუშაობა?

იდეალურია ბოტოქსი, თუ სწორად არის ჩატარებული. შედარებით რთულია ფილერების შემდეგ მუშაობა და ყველაზე ხელისშემშლელია ძაფების შემდეგ ჩარევა.