პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ხონში ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 21 ივნისს, ხონში, პირი ალკოჰოლური თრობის პირობებში გადაადგილდებოდა და 23:00 სთ-ის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის წესებს არღვევდა.
„პოლიციის მიერ შეჩერებულმა თ.კ.-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ, რის შემდეგაც ის დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. დაკავების დროს დაზიანებები მიიღო როგორც ბრალდებულმა, ასევე, პოლიციის ერთმა თანამშრომელმა. დაშავებულები მოთავსებული არიან კლინიკაში.
სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.