LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკური კულტურა ოდნავ გაუმჯობესდა, ისეთი პოლიტიკოსები მივიდნენ ზურაბიშვილთან, რომლებიც პრეზიდენტად არ აღიარებდნენ და პუტინისტს უწოდებდნენ: იოსელიანი

66
ლევან იოსელიანი

“მოქალაქეების” დეპუტატი ლევან იოსელიანი პრეზიდენტის მიერ გამართულ კონსულტაციებს ეხმიანება.

იოსელიანი სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრებს პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა შეიცვალა და ოდნავ გაუმჯობესდა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილთან ის ლიდერებიც მივიდნენ, რომლებიც მას პრეზიდენტად არ აღიარებდნენ და პუტინისტს უწოდებდნენ:

“პრეზიდენტი კონსულტაციას ყველასთან აწარმოებს და ამ პროცესის გულშემატკივარი ვარ. მინდა, ამ პროცესმა რეალურად რაღაც შედეგი გამოიღოს, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ვერ იქნება ერთ კვირაში და თუნდაც ერთ თვეში…

უკვე გამოჩნდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ცოტათი მაინც პოლიტიკური კულტურა შეიცვალა და ოდნავ გაუმჯობესდა. მაგალითად ისეთი პოლიტიკური პარტიები და ისეთი ლიდერები ვნახე სალომე ზურაბიშვილთან მისული, რომლებიც მას პრეზიდენტად საერთოდ არ აღიარებდნენ სულ რამდენიმე თვის წინ და ამბობდნენ, რომ ის არის პუტინისტი, მათი დანიშნული და ა.შ.

მათ მოუწიათ მისვლა და ამ პროცესში ჩართვა, რადგან ხედავენ, რომ სხვანაირად უბრალოდ მარგინალიზაციის გზას დაადგებიან. საზოგადოების დაკვეთაა, რომ ქვეყანაში მოხდეს რაღაც ძირეულ საკითხებზე შეთანხმება. დაკვეთაა, რომ დასრულდეს ეს პოლარიზაცია, ზიზღის ენით საუბარი და ქართველების ერთმანეთთან დაპირისპირება, ისეთი პოლიტიკური თემების გამო, რომელიც რეალურად ვიწროპარტიული ინტერესების გამომხატველია და არა საერთო ეროვნულის.” – თქვა იოსელიანმა.

magti 5g