LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთი უკრაინაში დიდი ოდენობით შეიარაღებას გაგზავნის

110
vhi4ldu7r

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ხელი მოაწერა შეთანხმებას, უკრაინაში შეიარაღების მიწოდების შესახებ.

როგორც მან განაცხადა, ეს წარმოადგენს უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში იარაღის ყველაზე მასშტაბურ ექსპორტს.

მატეუშ მორავეცკის თქმით, ეს იარაღი ფრონტზეა საჭირო.

„ჩვენ ახლა ვაფორმებთ უკრაინაში იარაღის მიწოდების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ხელშეკრულებას ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. ეს იარაღი კარგად არის გამოცდილი და დღეს ჩვენ ვიცით, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ბრძოლის ველზე“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

პოლონეთი უკრაინას 50 ერთეულზე მეტ ჰაუბიცს მიჰყიდის, რომელთა ჯამური ღირებულებაც 700 მილიონ დოლარს აღწევს.

უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას ნაწილობრივ აფინანსებს ევროკავშირი, ნაწილი კი უკრაინის ბიუჯეტიდან დაიფარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g