პოლონეთში ახალი აეროპორტი აშენდება. აეროპორტს დედაქალაქში ააშენებენ და ის ფრედერიკ შოპენის ვარშავის საერთაშორისო აეროპორტს ჩაანაცვლებს.
საინტერესოა, რომ ვარშავამ 2017 წელს 16 მილიონ მოგზაურს უმასპინძლა და მისი აეროპორტი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთულია. გასულ წელს მგზავრთა რაოდენობით მან პარიზის აეროპორტსაც კი გადააჭარბა. ახალი ავიასივრცის შექმნის მთავარი მიზეზიც სწორედ ეს გახდა.
აეროპორტი დედაქალაქიდან 40 კმ-ს მოშორებით განთავსდება და მისი გახსნის სავარაუდო თარიღად 2027 წელი სახელდება. წინასწარი ვარაუდით, აეროპორტი წელიწადში 45 მილიონ ადამიანს მოემსახურება.