პოლონეთში ქმრის მიერ მოკლულ როზეტა ყალიჩავას დღეს საქართველოში ჩამოასვენებენ. ცხედრის ექსპერტიზა უკვე დასრულებულია. დანაშაულში ბრალდებული ქმარი უკვე დაკავებულია.
პოლონეთში იმყოფებიან როზეტა ყალიჩავას მცირეწლოვანი შვილები და გარდაცვლილის ოჯახი საზღვარგარეთ დარჩენილი ბავშვების დაბრუნებაში დახმარებას ითხოვს.
„ბავშვებმა არ იციან, რომ დედა აღარ ჰყავთ“ – პოლონეთში მოკლულ ქალს ხვალ ჩამოასვენებენ
ისინი დახმარებას საქართველოს მთავრობას და ორგანიზაცია „საფარს“ სთხოვენ, რომელიც როზეტა ყალიჩავას საქმეში, მის გარდაცვალებამდეც იყო ჩართული.