პოპის დედოფალმა, 62 წლის მადონამ მსოფლიოს მოვლა გადაწყვიტა. როგორც დასავლური მედია იუწყება, ვარსკვლავმა 3 კვირაში 5 ქვეყანა მოინახულა. ლოს-ანჯელესიდან ლონდონში გადაფრინდა, ეწვია მალავის, კენიას, ეგვიპტეს, აღმოსავლეთ აფრიკას და ადგილობრივი ტომებიც მოინახულა. დიდ მოგზაურობაში მადონას თან 26 წლის შეყვარებული, აჰლამალიკ უილიამსი და ხუთივე შვილი ახლდა.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის შეზღუდვების მიუხედავად მადონამ მაინც გარისკა მსოფლიოს მოვლა. თავისი დიდი ვოიაჟის ამსახველი ფოტომასალა კი სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. ფოტოები მართლაც საოცრად შთამბეჭდავია.