LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche-ს კლიენტები ბრენდს ელექტროფიკაციაში ხელს უშლიან

108
Porsche-ს კლიენტები ბრენდს ელექტროფიკაციაში ხელს უშლიან

კომპანია Porsche-ს კლიენტების გამო ტრადიციულ აგრეგატზე უარის თქმა უჭირს. პრემიუმ ბრენდის მყიდველებს მომავალშიც სურთ ბენზინის ძრავას მქონე მანქანების ყიდვა. ათწლეულის ბოლოს ბრენდს იმედი აქვს, რომ ელექტროქარები მთელი გაყიდვების 80%-ს მაინც შეადგენენ. თუმცა, კომპანიაში უკვე აცხადებენ, რომ ამბიციური გეგმის შესრულება კლიენტების რეაქციაზე იქნება დამოკიდებული. „პორშეს“ ფინანსურმა დირექტორმა ისიც აღიარა, რომ ელექტროქარებზე გადასვლა იმაზე ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე ისინი ელოდნენ.

ტოპ-მენეჯერმა დააზუსტა, რომ სიტუაცია ჩინეთში, ასევე ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე საკმაოდ რთულადაა იმ პრემიუმ ბრენდებისთვის, ვინც ელექტროქარებზე გადაწყვიტა გადასვლა. ლუქს მანქანების მყიდველები სულ უფრო ხშირად ანიჭებენ უპირატესობას შიდა წვის ტრადიციულ ძრავს. ამასთან დაკავშირებით Porsche-მ თავისი ბენზინის და ჰიბრიდული მოდელების ხაზი განაახლა. ბრენდის ინჟინრები აპირებენ, რომ არსებული ტრადიციული აგრეგატის მქონე მოდელები განაახლონ და ეტაპობრივად ელექტროფიკაციაც გააგრძელონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები