LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრეზიდენტი ორი დღეა გვევაჭრება.. უნდოდა, რომ მეზობლები მოეწვია სხდომაზე, „შოუს“ დადგმას აპირებდა პარლამენტში“ – ირაკლი ზარქუა

229
Untitled design (44)

დღეს პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. პროცესი 12 საათზე დაიწყება.

საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრ ირაკლი ზარქუას მიაჩნია, რომ რომ სალომე ზურაბიშვილი მმართველ გუნდს ევაჭრება და ისტორიულ სხდომაზე „სტაფის,“ დიპლომატების და მეზობლების მოწვევა სურს, რადგან პარლამენტში „შოუს“ დადგმას აპირებს.

„ქალბატონმა პრეზიდენტმა ვერ გაიაზრა, ვერ გაითვალისწინა, 2 დღეა გვევაჭრება, ჯერ 21 კაციანი სია გადმოაგზავნა „სტაფის“, შემდეგ დიპლომატებიც უნდოდა მოეწვია, მეგობრები, მეზობლები.

ვერ გაიაზრა, რომ ეს არის პარლამენტი, ეს არ არის პრეზიდენტის სასახლე. იქ შეუძლია ვინც უნდა ის მოიწვიოს.

უნდა რაღაც სტუმრები და შოუ დადგას, ოპოზიციას მიმართა გარეთ დამელოდეთო, ეს სასწაულია, საგიჟეთში ვცხოვრობთ რაა.

პარლამენტში უნდა ადვოკატებით მოვიდეს.. ამ შოუში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ.

 

❗ სალომე ზურაბიშვილს უნდა პარლამენტში შოუ დადგას
? ირაკლი ზარქუა

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი, 2023

ერთ-ერთი საკითხია, სადაც კიდევ ერთხელ აეხსნება ქალბატონ პრეზიდენტს მისი მოვალეობები თუ რა სტატუსი აქვს..  კიდევ ერთხელ შევეცდებით, რომ განვუმარტოთ.. თუ გაიგებს გაიგებს,“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ „ტელეკომპანია პირველთან.“

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა

არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ – პრეზიდენტი

ვინ არიან მოსამართლეები, რომლებმაც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს

კრამონი: „პრეზიდენტი ზურაბიშვილი თავის ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს.. ამ ძალისხმევისთვის ისჯება ახლა ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g