LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრეზიდენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა  და პარლამენტს არც მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა“ – შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ხელს თავად მოაწერს“

227
შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა, მაგრამ არც მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა უკან პარლამენტს.

როგორც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ის საკანონმდებლო ცვლილებებს ხელს თავად მოაწერს და კანონპროექტი გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.

“ზურაბიშვილისგან მოგვივიდა წერილი, რომ ის არც ხელს აწერს და არც მოტივირებული შენიშვნებით აბრუნებს ამ კანონს ანუ ვეტო არ არის და შესაბამისად, არ არის მოტივირებული შენიშვნები.

რაც ჩვენ წინა ვეტოებთან დაკავშირებით ვიხილეთ, როცა არგუმენტად “იმიტომ“ იყო მოყვანილი, როგორც ჩანს, საპარლამენტო მდივანს პარლამენტში “იმიტომ“ არგუმენტით მოსვლა არ სურდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურა იცვლება – კერძოდ, ჯერ კიდევ არსებული ორი დამოუკიდებელი, სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოს ნაცვლად, ერთიანი მმართველობითი საბჭოთი შეიქმნება. ასევე იზრდება ლიმიტი, რომლითაც საპენსიო ფონდი მსხვილი პროექტების დაფინანსებას შეძლებს. ეს შესაძლებლობა დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაშიც ჩნდება.

კანონი სრულად 2025 წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედდება.

magti 5g