გია კორკოტაშვილი ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ჰესის აშენება ქვეყნისთვის წამგებიანია. კორკოტაშვილს აინტერესებს, „რა გაუჭირდა ხელისუფლებას ისეთი, რომ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე ადამიანებს, ნამახვანჰესის მომგებიანობა დაუმტკიცონ“.
რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს
„ამ საქმის პროფესიონალები ამბობენ, რომ „ნამახვანჰესი“ არის წამგებიანი პროექტი. ხომ შეიძლება, ხელისუფლებამ დაუმტკიცოს საზოგადეობას, რომელსაც არ სწამს ეს, რომ ჰესის აშენება არის საქართველოსთვის მომგებიანი პროექტი. ადამიანებს, რომლებსაც საქართველო უყვართ და ჰგონიათ, რომ პროექტი არის ქვეყნისთვის წამგებიანი, რაშიც ვეთანხმები, რა გაგიჭირდა ხელისუფალო, დამტკიცება, რომ თუ მომგებიანია, საზოგადოებას დაუმტკიცო“, – განაცხადა კორკოტაშვილმა.