LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროკურატურავ მადლობა! აი, რა მაყვირებდა! გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები!“ – მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებაზე

3774
გიგა ავალიანი, ეკა კუპატაძე

საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა ფაქტებში მონაწილეობასაც ედავება.

ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განცხადება თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ გააკეთა. პროკურორის ინფორმაციით, საუბარია ძალადობის კიდევ 4 ეპიზოდზე.

პროკურატურის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე:

„პროკურატურავ მადლობა!!! აი, რა მაყვირებდა!!! გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები!!!!! ამას რატომ ითმენდით დიდ დიღომში!” – წერს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.

გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულებს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის კიდევ 4 ეპიზოდში მონაწილეობას ედავება – რა კადრებს ავრცელებს უწყება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g