პრეზიდენტ პუტინს სურდა, ნაკლები NATO, თუმცა იღებს მეტ NATO-ს — მეტ ჯარს და მეტ წევრს. ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილება ნატოს წევრობაზე განაცხადის შემოტანაზე ისტორიულია. – ამის შესახებ “ნატოს” გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით ახალი წევრები ალიანსს გააძლიერებენ.
” უნდა ვუპასუხოთ ჩვენი ყველა წევრის უსაფრთხოების საკითხებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიპოვით ერთიან გზას.” – განაცხადა სტოლტენბერგმა