LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ომმა ნატოს ერთიანობა უფრო გააძლიერა, რუსეთი ამას არ ელოდა: ენტონი ბლინკენი

119
blinken_stoltenberg_small-1140x684

უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის ახალი პაკეტი არის ზუსტად ის, რაც მათ სჭირდებათ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, უკრაინის კონფლიქტმა ნატოს ერთიანობა უფრო გააძლიერა, რასაც რუსეთი არ ელოდა. ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისგან მიიღო გარანტიები, რომ მიწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების გასანადგურებლად არ გამოიყენებენ.

“რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და არა პირიქით. მარტივად რომ ვთქვათ, ესკალაციის ასარიდებლად რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს აგრესია და ომი, რომელიც წამოიწყო. რაც შეეხება იარაღის სისტემებს, რომლებსაც მივაწვდით, უკრაინელებმა მოგვცეს გარანტიები, რომ არ გამოიყენებენ ამ სისტემებს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების გასანადგურებლად. უკრაინასა და აშშ-ს შორის არის დიდი ნდობა, ისევე, როგორც ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. ასევე, მინდა, ვთქვა, რომ ამ აგრესიის განმავლობაში და მანამდეც პრეზიდენტი ბაიდენი იყო მკაფიო პრეზიდენტ პუტინთან საუბრისას, რას გააკეთებდა აშშ, თუ რუსეთი განახორციელებდა აგრესიას, მათ შორის, რომ მიაწვდიდა უკრაინას თავდაცვის სისტემებს რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად. ეს არ იყო დამალული. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ვთქვით,” – განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის ბოლოდროინდელი დახმარების პაკეტი, მათი ლიდერობის რეალური დემონსტრირებაა. – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა.

“ნება მიბოძეთ, შევაქო შეერთებული შტატები უკრაინისთვის გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბრძოლის ველზე ყოველდღიურად. მე ასევე მივესალმები სამხედრო დახმარების ბოლოდროინდელ პაკეტს, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა დღეს დილით გამოაცხადა. ეს არის აშშ-ის ლიდერობის რეალური დემონსტრირება. “ნატოსა” და მოკავშირეების მიერ უზრუნველყოფილი ძლიერი მხარდაჭერა გვეხმარება, უზრუნველვყოთ, რომ პრეზიდენტ პუტინის სასტიკი აგრესია არ წახალისდეს და რომ უკრაინამ გაიმარჯვოს,” – აცხადებს სტოლტენბერგმა.

 

 

mazda magti 5g