დედაქალაქის ნაწილი დილიდან პარალიზებულია. ვიდეო, რომელიც სოცქსელში გავრცელდა, ისნის ტერიტორიაზეა გადაღებული.
“ქალაქი პარალიზებულია! ვერ მართავ ქალაქს? წადი!”- წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომელმაც ფეისბუქში აღნიშნული ვიდეო გაავრცელა.
"თბილისის მიკროავტობუსი" სამარშრუტო ტაქსების მუშაობის შეფერხებაზე განცხადებას ავრცელებს
კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის გზა გახსნილია.
დედაქალაქში სამარშრუტო ტაქსების მუშაობის შეფერხების მიზეზებზე თბილისის მიკროავტობუსმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ შეფერხება, კაიროს ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხთან მოსახლეობის მიერ გზის გადაკეტვას უკავშირდებოდა.