LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალბატონს რეისი აერია და გაფრენილი თვითმფრინავი უკან მოაბრუნებინა

132

ფრანგ ქალბატონს რეისი აერია და გაფრენილი თვითმფრინავი უკან მოაბრუნებინა. შემთხვევა ავიაკომპანია Hop-ის ბორტზე მოხდა. ლაინერი პარიზიდან მოპელეში უნდა გაფრენილიყო, თუმცა აფრენიდან რამდენიმე წუთში პილოტები უკან დაბრუნდნენ. საქმე ისაა, რომ ერთ-ერთი ქალბატონი სინამდვილეში ბორდოში მიფრინავდა და ხომალდზე შემთხვევით მოხვდა. გაურკვეველია როგორ, მაგრამ მან კონტროლის გავლა უპრობლემოდ შეძლო და მის ბილეთს ყურადღება არავინ მიაქცია.

აღსანიშნავია, რომ აეროპორტში დაბრუნებას სხვა მგზავრები ძალიან მშვიდად შეხვდნენ და ერთადერთი რამ რამაც ისინი შეაშფოთა – ბორტზე უცხო პირის მოხვედრა იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები