LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია – შევაფასებთ და ანგარიშში ავსახავთ“ – სახალხო დამცველი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფაზე 

157
ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტებს სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ აღნიშნულს „შეაფასებენ და ანგარიშში ასახავენ“.

სახალხო დამცველი ასევე წერს, რომ ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია:

„მინდა ბოდიში მოვიხადო“ – ირაკლი ბერაია თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიშს იხდის

„ქალი პოლიტიკოსების მიმართ დისკრიმინაციის გამაძლიერებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს დეტალურად სახალხო დამცველის აპარატი შეაფასებს და აუცილებლად აისახება ანგარიშში.

ანა წითლიძემ ალუდა ღუდუშაურს „დებილი“, ღუდუშაურმა ოპოზიციონერ დეპუტატს კი „ბანძი“ და „ფარჩაკი“ უწოდა

„იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა და დაწყნარდი და წადი აქედან. წადი შე ბანძო, გაიარე, ფარჩაკი, ბანძი“.

აქ უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია.

მსგავსი საუბარი არავის მატებს ღირსებას და მხოლოდ ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს“, – ნათქვამია იოსელიანის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ირაკლი ბერაიამ და ალუდა ღუდუშაურმა დღეს ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს – თეონა აქუბარდიასა და ანი წითლიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„არ იყო მოსაწონი ჩვენი მეგობრების მხრიდან გარკვეული ფრაზები, ცოტა ზედმეტი მოგვდის ხოლმე თითოეულ ჩვენგანს და ეს უნდა ვაღიაროთ“ – მამუკა მდინარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები