LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი, რომელმაც ბედნიერება 50 წლის შემდეგ იპოვა – ნაომი კემპბელი ახალ ფოტოსესიაში

296
ნაომი-კემპბელი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნაომი კემპბელმა ცხოვრება 50 წლის შემდეგ დაიწყო. მართალია, ეს არ ეხება მის კარიერას, რომელიც წლების წინ, 90-იანებში პოპულარობის პიკზე იყო, მაგრამ ეს უდავოდ ეხება მოდელის პირად ცხოვრებას. 50 წლის ასაკში ნაომის პირველი ქალიშვილი შეეძინა, ხოლო ამ წელს მას მეორე შვილი, ვაჟი. ბავშვები სამყაროს სუროგატი დედის წყალობით მოევლინენ და ნაომის ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალეს.

ამჯერად 53 წლის ლამაზმანმა ცნობილ ბრენდთან Pretty little thing-თან თანამშრომლობის კონტრაქტი გააფორმა და კოლაბორაციის პირველი ფოტოებიც გაგვიზიარა. ახალ ფოტოებზე ლამაზმანი ბრწყინავს ოქროსფერ და ვერცხლისფერ საღამოს კაბებში, ზოგიერთ ფოტოზე მას თეთრი და შავი ფერის კაბები აცვია. ყველა ფოტოზე თმა აქვს გაშლილი და ყველგან შეუდარებელია.

53 წლის ნაომი კემპბელი გვარწმუნებს, რომ მისი სილამაზე მარადიულია – მოდელის თვალწარმტაცი ფოტოსესია

ვიდეო: 53 წლის ნაომი კემპბელი „ალექსანდერ მაკქუინის“ სარეკლამო კამპანიაში ბრწყინავ

ნაომი კემპბელი 53 წლის ასაკში მეორე შვილის დედა გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები