LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარბუქი, შტორმი და ლიპყინული – საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს

435
BeFunky-collage (1)

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 თებერვლამდე საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები შენარჩუნდება: ძლიერი ქარი, ზოგან ძლიერი თოვა, მაღალმთიან რეგიონებში ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე კი ლიპყინული.

ამინდის გაუარესების გამო, საქართველოს ავტომაგისტრალების ნაწილზე გადაადგილება გართულებულია.

ინტენსიური თოვის გამო, გართულებულია ხილდვადობაც.კობი-გუდაური ამ დროისთვის ისევ ჩაკეტილია. გზაზე ზვავსაშიშროებაა. საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ტრაილერების 4 კილომეტრიანი რიგია. გზის ამ მონაკვეთზე არ უშვებენ არც მსუბუქ მანქანებს.

კობი-გუდაურის გარდა, შეზრუდვებია გზის სხვა მონაკვეთებზეც. ლანჩხუთში,აცანა-შუხუთის დამაკავშირებელი 5 კილომეტრიანი გზა ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის ჩაკეტილია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g