28 თებერვალს, კალიფორნიაში, NAACP Image Awards გაიმართა. ცერემონია, რომელსაც 1967 წლიდან აშშ-ის „ფერადკანიანი მოსახლეობის პროგრესის ხელშეწყობის ეროვნული ასოციაცია“ (NAACP) ატარებს წელს 57-ედ შედგა და კინოს, ტელევიზიის, მუსიკის, თეატრისა და ლიტერატურის სფეროში იმ ადამიანების მიღწევები და მნიშვნელოვანი მომენტები გამოავლინა, რომლებიც წლის განმავლობაში გამორჩეული იყო.
წლის ყველაზე წარმატებული პროექტი გახდა ფილმი – Sinners, რომელმაც რეკორდული 18 ნომინაციიდან, 13-ში გაიმარჯვა.
ვაიოლა დევისსა და კოლმან დომინგოს საპატიო ჯილდოები გადასცეს. დაჯილდოებაზე შედგა ასოციაციის დიდების დარბაზში ჰიპ ჰოპ ჯგუფის – Salt-N-Pepa და დამოუკიდებელად ბენდის ერთ-ერთი წევრის, DJ Spinderella ოფიციალური გაწევრიანება.

მუსიკალურ ნომინაციებს რაოდენობით – კენდრიკ ლამარი, ლიონ თომასი და ქარდი ბი ლიდერობდნენ. დაჯილდოება ამ მხრივ ტრიუმფალური ქარდი ბისთვის აღმოჩნდა.
რეპერმა 3 ჯილდო, მათ შორის ერთ-ერთ მთავარ კატეგორიაში – ,,საუკეთესო ალბომი” დაიმსახურა.
ქარდი ბის ტრიუმფი წლევანდელ დაჯილდოებაზე მისი ახალი დისკის წარმატებას უკავშირდება, რომლის მხარდასაჭერად ამჟამად ტურნეში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ 6 წლიანი პაუზის შემდეგ, ქარდი ბიმ შარშან 19 სექტემბერს, მეორე სტუდიური ალბომი – Am I the Drama? გამოუშვა, რომლის მხარდასაჭერი ამერიკული ტურნე 11 თებერვალს დაიწყო. მასშტაბური კონცერტების სერიით, ჰიპ ჰოპ შემსრულებელი ამერიკელი მსმენელის წინაშე, 17 აპრილის ჩათვლით წარდგება. Little Miss Drama Tour ქარდი ბის მეორე ამერიკული გასტროლია – პირველად ის ტურნეში 2019 წელს იმყოფებოდა.
,,ისინი ჩემ გულშემატკივრებს ვერ წაიყვანენ” – ქარდი ბიმ კონცერტზე ICE-ს მიმართა