ქარელის მუნიციპალიტეტში მამაკაცმა თანასოფლელს ყური მოაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ დოღლაურში მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი.
გავრცელებული ცნობითვე, შემთხვევის დროს, დაპირისპირებული მხარეები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.