LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო – ვინ შეძლებს პროგრამით სარგებლობას

119
ღვინო

ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობა შეუძლია ყველა კომპანიას, რომელიც ახორციელებს ღვინის ექსპორტს საზღვარგარეთის ქვეყნებში და სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს.

„მიმდინარე წლის პროგრამის სიახლეები:

1. კომპანიას შეუძლია მოითხოვოს 300 000 ლარამდე ანაზღაურება მის მიერ შერჩეულ 2 რეგიონზე ან კვლავინდებურად გააკეთოს განაცხადი ჯამურად ყველა რეგიონში ექსპორტირებულ ღვინოზე.

2. ანაზღაურების მისაღებად აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული არაუმეტეს მეოთხე კატეგორიის პირის მიერ, ხოლო მცირე ზომის მარნის შემთხვევაში არაუმეტეს მეხუთე კატეგორიის პირის მიერ გაცემული ანგარიში შესაბამის საანგარიშო პერიოდებში გაწეული მარკეტინგული ხარჯების ოდენობების შესახებ.

პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა წარმოადგინოთ:

✔️ შევსებული განაცხადის ფორმა

✔️უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

✔️ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);

✔️ ცნობა ან/და შედარების აქტი სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არქონის შესახებ;

✔️ საბანკო რეკვიზიტები;

განაცხადები მიიღება 2024 წლის 30 აგვისტომდე“, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები