LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ თბილისსა და რეგიონებში გაიმართება – დავით ალადაშვილი: „ჩემთვის გია ყანჩელის მუსიკა იქცა ინსპირაციად…“

872
დავით ალადაშვილი

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემას „არტ- FM“ პიანისტი დავით ალადაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ახალ პროექტზე „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებზე“ ისაუბრა.

დავით ალადაშვილი:

ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტია და ყველა სიამოვნებით მოისმენს ქართულ კლასიკურ მუსიკას. მართლაც არაჩვეულებრივი ფესტივალია, რომელსაც მუსიკოსებიც და მსმენელიც მოუთმენლად ელიან. გასულ წელს საღამოების ერთგვარი საცდელი ვერსია შევთავაზეთ პუბლიკას, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. წელს ბევრად მეტი მუსიკოსი მონაწილეობს ფესტივალში, ამიტომ ნაწარმოებიც მეტი შესრულდება ცნობილი და ნაკლებად ცნობილი კომპოზიციების ჩათვლით და საღამოებიც ბევრად დატვირთული და მრავალფეროვანი იქნება. კონცერტების სერია მთელი ზაფხული გაგრძელდება თბილისსა და რეგიონებში.

რა თქმა უნდა, ქართველი არტისტებისთვის ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების შესრულება განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესოა, რადგან ქართული მუსიკის სული, რომელმაც ფოლკლორი და კლასიკური ჟანრები გააერთიანა,  იშვიათი და უნიკალურია. პირადად ჩემთვის გია ყანჩელის მუსიკა იქცა იმ ინსპირაციად, რომელმაც ქართველი კომპოზიტორების ნამუშევრების თავმოყრისა და ამერიკელი კოლეგებისთვის მათი შესრულების შეთავაზებისკენ მიბიძგა, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჯულიარდის 26-მა სტუდენტმა ჩემთან ერთად შეასრულა ჩემი საყვარელი ქართველი კომპოზიტორების ნამუშევრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g