LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ სიძლიერე არის სიმართლეში.. ჩვენი სიმართლე ხანდახან ნელა, მაგრამ საბოლოო ჯამში, თავის თავს გამოაჩენს ხოლმე“ – შალვა პაპუაშვილი

129
Untitled design - 2023-11-02T161216.046

„ქართული ოცნების“ სიძლიერე სიმართლეშია,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მართლაც ახია იმ დონორებზე, რომლებიც მარტში ამბობდნენ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა. აი, მათ ოფისებში მიუკაკუნა იმ პრობლემამ, რომელზეც ჩვენ მაშინ ვსაუბრობდით, რომ საქართველოში დონორული დაფინანსების ნაწილი, სამწუხაროდ, გაუმჭვირვალეა, ის ხმარდება ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ. მათ შორის, ამ ფულის ნაწილი საქართველოში ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის გაღვივებას ხმარდება. ვხედავთ, რომ ნელ-ნელა ეს სიმართლეც გამოდის სიცხადეზე.

ჩვენი სიმართლე ხანდახან ნელა, მაგრამ საბოლოო ჯამში, თავის თავს გამოაჩენს ხოლმე,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ USAID-ის ადგილობრივი და ცენტრალური ოფისის პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა.

შეუთანხმებლობის მიზეზად ისინი, ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულ იმ პროექტებს ასახელებენ, რომლებიც მათივე ინფორმაციით, საქართველოში საპროტესტო ტალღის მოსამზადებლად მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g