LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულმა მხარემ ”გაზპრომთან” შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწია

83

მოლაპარაკებები ”გაზპრომთან” ისევ გრძელდება. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, მხარეებმა შეთანხმებას ჯერ-ჯერობით ვერ მიაღწიეს.

”ამას თუნდაც ულტიმატუმი დავარქვათ, თუნდ მოთხოვნა, საუბარი არის იმაზე, რომ გატარება თანხობრივად აგვინაზღაურონ. ჩვენ, ქართულ მხარეს გვინდა მივიღოთ ისევ ის შედეგი, რასაც ვიღებდით მოცულობების გატარების შემთხვევაში და ასევე, გვქონდეს შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში წამოვიღოთ იმდენი მოცულობის ნედლეული, რამდენზეც მოთხოვნა იქნება ქართულ ბაზარზე და ამაში არ ვიყოთ შეზღუდული” – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კომერციულ ბაზარს, ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, ეს ბაზარი დერეგულირებულია და ნებისმიერ კომპანიას შეუძლია გაზი მისთვის სასურველი ქვეყნიდან შემოიტანოს.

”ყველას აქვს შესაძლებლობა პირდაპირ დაელაპარაკოს ”სოკარს”, ”გაზპრომს” და სადაც უკეთესს ფასს მიიღებს, შემოიტანოს იმ ქვეყნიდან. სახელმწიფო ამაში არ ერევა” – აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, ”გაზპრომთან” მოლაპარაკებები სავარაუდოდ, მალე დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები