LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართველი ხალხისა და „ქართული ოცნების“ სურვილი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა, რასაც ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ადასტურებს“ – კახა კალაძე

132
Untitled design (1)

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „ევროპის დღის“ აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც განაცხადა, რომ საქართველო ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი აუცილებლად გახდება. მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებისა და ხალხის სურვილის გათვალისწინებით, საქართველო იმსახურებს ეროვნული იდენტობის პატივისცემის პრინციპით მოქმედი ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „ყოველთვის მშვიდობის სადარაჯოზე იდგებიან, რადგან ჩვენმა ხალხმა როგორც წარსული, ისე უახლესი ისტორიიდან გამომდინარე, კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ომი და სისხლის ღვრა, დევნილობა და მოუშუშებელი ჭრილობები“.

ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, რომ ევროპული სახელმწიფოები მიიღებენ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს, ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს – ჩვენი ქვეყანა, ხალხი და მთავრობა ამ სტატუსს იმსახურებს

„მსურს, მოგილოცოთ ევროპის დღე, ევროპის, რომელიც არამხოლოდ გეოგრაფიული მოცემულობა, არამედ ღირებულებებისა და ფასეულობების ადგილია. ევროპის დღეს ვზეიმობთ ყველანი, ვისთვისაც თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა, ქრისტიანული იდენტობა და ჰუმანიზმი, ინდივიდუალური და ეროვნული მსოფლმხედველობის განმსაზღვრელი პრინციპებია.

დღეს, ევროპა უმძიმესი გამოწვევების წინაშეა. წელიწადზე მეტია, რაც ომის დამანგრეველ შედეგებს ვუყურებთ და ამ ვითარებით გამოწვეული ტრაგედიების და კრიზისების ფონზე, კიდევ უფრო აშკარა და ცხადია მშვიდობის ფასი, მშვიდობის, რაც თავის დროზე ევროკავშირის შექმნის იდეას დაედო საფუძვლად და რამაც მისი განხორციელება გახადა შესაძლებელი. ჩვენმა ხალხმა როგორც წარსული, ისე უახლესი ისტორიიდან გამომდინარე, კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ომი და სისხლის ღვრა, დევნილობა და მოუშუშებელი ჭრილობები. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის მშვიდობის სადარაჯოზე ვიდგებით.

პაველ ჰერჩინსკი: გილოცავთ ევროპის დღეს, საქართველო ამ დღეს ევროპული პერსპექტივით ხვდება, შემდეგი ეტაპი სტატუსის მოპოვებაა, რაც უფრო დააახლოებს ქვეყანას ევროკავშირის წევრობასთან

პაველ ჰერჩინსკი: ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეფართოებინათ ევროპა – ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი ქვეყანა არის საქართველო

ქართველი ხალხისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სურვილი, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის პატივისცემის, თანასწორობის პრინციპებით მოქმედი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა, რასაც ჩვენი საზოგადოების განწყობა და ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ადასტურებს. საქართველოს ევროპული პერსპექტივა უკვე ოფიციალურად აღიარებულია, რითაც ხელისუფლებისა და ხალხის ნება კიდევ უფრო გამყარდა. ამ აღიარებას უკვე დამსახურებული სტატუსი და წევრობაც უნდა მოჰყვეს, ძალიან მნიშვნელოვანია სტატუსის მინიჭება, ამ ნაბიჯის გადადგმა, რათა ქართველ ხალხში არ გამოიწვიოს იმედგაცრუება, ქართველმა ხალხმა თავი არ იგრძნოს დაჩაგრულად.

საქართველო ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი აუცილებლად გახდება, გახდება საკუთარი მრავალსაუკუნოვანი უნიკალური კულტურით, ტრადიციებით, ქრისტიანული იდენტობით და ღირებულებებით, რამაც ჩვენი ერის იდენტობა საუკუნეების განმავლობაში ჩამოაყალიბა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ, მშვიდობიან, ერთიან, სუვერენულ და ძლიერ ევროპულ ოჯახში ერთად გვეზეიმოს ევროპის დღე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები