LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა ახალგაზრდამ კონგრესმენს ვეფხისტყაოსანი აჩუქა – 26 მაისი აშშ-ში [ფოტოები]

1178
vefxistyaosani

აშშ-ში, ფილადელფიაში 26 მაისთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატებმა დამსწრე საზოგადოებას ქართული კულტურა გააცნეს. UNAYD-ის სახელით, 13 წლის მარიამ ჟორჟოლიანმა ფილადელფიის კონგრესმენს ბრენდან ბოილერს მოოქროვილი ვეფხისტყაოსანი გადასცა საჩუქრად.

გარდა საჩუქრისა ახალგაზრდა დიპლომატებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე, ქართული ტრადიციული კაბები წარადგინეს. 

26 მაისი ქვეყნის გარეთ - საქართველოს დროშის ფერებში განათებული მონუმენტები და შენობები (ფოტოები)

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის გარეთ - ფოტოებსა და ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

როგორც “ფორტუნას” მარიამ ჟორჟოლიანმა განუცხადა, ღონისძიება საკმაოდ დატვირთული იყო.

“მოეწყო ახალგაზრდა დიპლომატის მიშიკო გაბაიძეს გამოფენა. გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები დაეგემოვნებინათ,” – უთხრა მარიამ ჟორჟოლიანმა “ფორტუნას”.

კონგრესმენმა ღონისძიების შესახებ საკუთარ “ფესბუქის” გვერდზეც გაავრცელა ინფორმაცია – “გილოცავთ” დაწერა მან ქართულად.

“კულტურული მრავალფეროვნებაა ის, რითაც ჩვენი ქვეყანა ძლიერდება და კოლექტიური ხასიათი ყალდიბდება. იგივე ხდება ფილადელფიაში – მქონდა ფილადელფიაში ქართული თემის და აშშ-ში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის მიღების პატივი.

მათ მონაწილეობა მიიღეს ქართული დროშის აღმართვის ცერემონიაში.

როგორც ხედავთ, ფილადელფიაში ქართული კულტურული საზოგადოება აქტიურია, ამაყი და ძლიერი, მათი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით,” – წერს კონგრესმენი.

ფილადელფიაში სამი ქართველი ახალგაზრდა დიპლომატი, მიშიკო გაბაიძე, ანასტასია მორელი და მარიამ ჟორჟოლიანი იმყოფებოდნენ. ოთხშაბათს ისინი ნიუ-იორკში, გაეროს კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოდიან თემაზე – “სუფთა წყალი და სანიტარია”.

 

 

magti 5g