LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქედაში სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა – არის მსხვერპლი

174
პოლიცია

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. „ფორტუნას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, რომ დაშავებული პირი ქედის მუნიციპალიტეტში არსებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, მას სხეულზე მრავლობითი ტრავმა აღენიშნება. მიმდინარეობს დამატებითი კვლევები.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პოპულარულები