ჯეფ ბეზოსმა და ლორენ სანჩესმა გრანდიოზული ქორწილისთვის მზადება უკვე დაიწყეს. წყვილი მილანში მაშინ გადაიღეს, როცა პირად მცველთან და დამხმარეებთან ერთად „დოლჩე და გაბანას“ მაღაზიიდან სამოსი გამოჰქონდათ.
ამ დღეს 55 წლის ლორენსა და 61 წლის ჯეფს ყოველდღიური სამოსი ეცვათ და საოცრად საქმიანი გამომეტყველებით მიემართებოდნენ მანქანისკენ.
„როცა მილიარდერზე თხოვდები“ – ჯეფ ბეზოსის საცოლე 5000 დოლარიანი ჭიქით
ცნობისთვის, „ამაზონის“ დამფუძნებელი, მილიარდერი ჯეფ ბეზოსი ნიშნობიდან ორი წელიწადში, რჩეულზე, ლორენ სანჩესზე ქორწინდება. ქორწილი მიმდინარე წლის ზაფხულში, იტალიაში, კერძოდ კი ვენეციაში გაიმართება. ცერემონიალი მათ კუთვნილ, 500 მილიონიან იახტაზე შედგება.
მედიაში გავრცელდა იმ ვარსკვლავთა სია, რომლებსაც წილად ხვდათ პატივი, ბეზოსისა და სანჩესის გრანდიოზულ ქორწილს დაესწრონ.
პირველადი სია ასეთია: ოპრა უინფრი, გეილ კინგი, ევა ლონგორია, კეტი პერი და ორლანდო ბლუმი, კიმ კარდაშიანი და მისი დედა, კრის ჯენერი, აშშ-ს პრეზიდენტის, უფროსი ქალიშვილი, ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე, ჯარედ კუშნერი, აგრეთვე მისი ძმა, ჯოშუია კუშნერი და მისი მეუღლე, მოდელი, კარლი კლოსი.
ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის გრანდიოზულ ქორწილზე მიწვეული სტუმრების სია ცნობილია – ვის გაუმართლა
ეს დიდი მოვლენა იქნება – ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი იტალიაში ქორწინდებიან – ცნობილია დეტალები








