LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის მერი თანამდებობას ტოვებს: „მოგეხსენებათ, ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული არჩევანის წინაშე დგას, სწორედ ამიტომ ვეცდები საკუთარ ქვეყანას, ამჯერად სხვა ფორმით, ვემსახურო“

203
იოსებ ხახალეიშვილი

ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ამის შემდეგ, იგი პარტიული საქმიანობით დაკავდება და მუშაობას თბილისში გააგრძელებს.

„მადლობა თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა წლების განმავლობაში ვყოფილიყავი ქუთაისის მერი, და მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დაუღალავი შრომით, კეთილსინდისიერად მონაწილეობდნენ ჩვენი ქალაქის განვითარების პროცესში.

გასულ წლებში ჩვენი გუნდი უამრავ რთულ საქმეს შეეჭიდა და ბევრი მათგანი წარმატებითაც განახორციელა, რაც ერთიანი სულისკვეთების, გუნდური მუშაობისა და საერთო საქმეში ინდივიდუალური ძალისხმევის შეტანის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

დღეს ვტოვებ თანამდებობას, თუმცა ვრჩები ,,ქართული ოცნების“ გუნდში, ჩემი ქალაქის და ქვეყნის სამსახურს უკვე სხვა რანგში გავაგრძელებ.

მმართველი გუნდის წევრი ვარ მისი დაარსების დღიდან, საჯარო სამსახურში 10 წელზე მეტი ვიმუშავე სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე და ეს იყო საუკეთესო შანსი, ამ წლების განმავლობაში მეკეთებინა საქმე ჩვენი ქალაქისთვის.

არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ასევე, პარტიული საქმიანობით დავკავდები და მუშაობას თბილისში გავაგრძელებ. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული არჩევანის წინაშე დგას, სწორედ ამიტომ ვეცდები საკუთარ ქვეყანას, ამჯერად სხვა ფორმით, ვემსახურო.“ – წერს იოსებ ხახალეიშვილი.

მადლობა თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა წლების განმავლობაში ვყოფილიყავი ქუთაისის მერი, და მადლობა იმ…

Posted by იოსებ ხახალეიშვილი / Ioseb Khakhaleishvili on Monday 15 July 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g