LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი: აეროპორტი დაგეგმილზე სამი საათით ადრე გაიხსნა და რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს

213
fot (1)

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაგეგმილზე სამი საათით ადრე გაიხსნა და რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს.

ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

„04:00 საათზე დორტმუნდისა და ბარსელონას რეისები შესრულდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გუნდის ოპერატიული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დაგეგმილზე ადრე გახსნა.

07:30 საათზე ქუთაისიდან სალონიკის მიმართულებით შესრულდება რეისი. აეროპორტის ოპერირების დროებით შეჩერება უხვმა ნალექმა და გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც ვითარებას ადგილზე სწავლობენ“,- აღნიშნულია აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g