ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი საქველმოქმედო აქციაში ჩასართავად საზოგადოებას მიმართავს. ამჯერად, აკა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს მაღალმთიანი გურიის მთებში მცხოვრები ადამიანებისთვის აგროვებს.
ნივთების მიტანა შეგიძლიათ კვირას, 7 თებერვალს, დღის 12:00-დან 18:00-მდე, ნახალოვკაში, “ქარვასლა”-ს წინ, ავტოსადგომზე, სადაც იდგება დიდი მანქანა.
“გურიის მაღალმთიან სოფლებში, უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებში დავარიგეთ საკვები პროდუქტები: ფქვილი, მაკარონი, ზეთი, მარილი და რაღა თქმა უნდა, ყველა ბავშვისთვის სათამაშოები. საოცრება მხარეა გურია. ვიცინეთ, ვიტირეთ და ისეთი ადგილები ვნახეთ, მართლა ვერც წარმოგვედგინა.
გურია ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული მხარეა და გადავწყვიტეთ მოვაგროვოთ ტანსაცმელი მთაში მცხოვრები ადამიანებისთვის. ტანსაცმელი მართლა ძალიან ჭირს.
ხვალ, კვირას, 7 თებერვალს, დღის 12:00-დან 18:00-მდე, ნახალოვკაში, “ქარვასლა”-ს წინ, ავტოსადგომზე იდგება დიდი მანქანა ვაგროვებთ ნებისმიერი ზომის და ფორმის, ტანსაცმელს და ფეხსაცმელს გურიის მთებში მცხოვრები ადამიანებისთვის. გამოდგება ნებისმიერი რამ, მთავარია ძალიან არ იყოს მომსპარი. თუ შეგიძლიათ, პარკებს დააწერეთ, რა ასაკის და რა სქესის ადამინებისთვის არის განკუთვნილი
არ დაგეზაროთ მოსვლა, არ იცით ერთი უბრალო მაისურიც კი რამხელა რამეს ნიშნავს. იქ სრული უსაფრთხოებისთვის, ტანსაცმელს რამდენიმე დღე გავაჩერებთ და მერე დავიწყებთ დარიგებას. გამივრცელეთ ეს ამბავი, როგორც შეძლებთ რა რაც უფრო ბევრი მოგროვდება, მით უფრო მეტ ადამიანს შეხვდება თქვენი გზავნილი. რამდენსაც შევძლებთ, იმდენი გავახაროთ. ბედნიერი ბავშვები ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა ცხოვრებაში.
გელოდებით…
გკოცნით და მიყვარხართ”-წერს აკა სინჯიკაშვილი.
