LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქვეყანაში ახლა მიდის ბრძოლა ფულისთვის.. ასე რომ უყვარდეთ ქართველებს ფული, არ ყოფილა საუკუნეების განმავლობაში“ – რობერტ სტურუა

294
რობერტ სტურუა

„მე მიმაჩნია, რომ უკვე ჩაიდინა დიდი შეცდომა ამ ოპოზიციამ. თუ არავინ უშლიდა ხელს მათ გამოსვლას, სტვენას, ყვირილს, პოლიციელებზე შეტევას, რატომ გვიშლიან უბრალო, ნორმალურ ადამიანებს? მინდა გავიხსენო ძველი ქართული გამონათქვამი – ქრისტიანი არა ხარ? ეს არ გულისხმობდა რელიგიას, ეს გულისხმობდა შემდეგს – ადამიანები არ ხართ? – ასე გამოეხმაურა რობერტ სტურუა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 28 აპრილს განვითარებულ მოვლენებს.

ამ თემაზე რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გადაცემაში „იმედი LIVE“ საუბრობდა. კითხვას „რისთვის მიდის ახლა ბრძოლა ქვეყანაში“, სტურუა ასე პასუხობს.

„ფულისთვის. ასე რომ უყვარდეთ ქართველებს ფული არ ყოფილა საუკუნეების განმავლობაში. მე-19 საუკუნეში ყველა პიესაში, ვისაც უყვარს ფული არ არის ქართველი. მეოცე საუკუნეში, რომ დაიწყო – ფულის გამო ყველაფერს ჩაიდენენ. უბრალოდ სირცხვილია. ჩემი ერის ასეთი წარმომადგენელი მეზიზღება“, – აღნიშნა სტურუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g