LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქვეყნისთვის არის ტრაგედია შენი აღარ ყოფნა.. ერთხელაც რომ ენახე ვინმეს, არასდროს დაგივიწყებდა, სამყაროდ იქცა მეგი და ყველა ის ადამიანი, ვინც შთანთქა მიწამ“ – რას წერენ შოვში გარდაცვლილ მეგი გუტაშვილზე

1026
Untitled design (1)

3 აგვისტოს, შოვში მომხდარმა სტიქიამ 19 ადამიანი იმსხვერპლა. ამ დრომდე, სტიქიის ზონაში ეძებენ დაკარგულებს.

გარდაცვლილებს შორის, ოჯახის წევრებმა ამოიცნეს მეგი გუტაშვილი, რომელსაც მეგობრები სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობებიან.

„გული იმხელა ჰქონდა, მეგონა, სამყაროში ყველა სანუგეშებელს ანუგეშებდა.. იშვიათად მინახავს თავის კუთხეზე ასე შეყვარებული ადამიანი“ – რას წერენ შოვში გარდაცვლილ მეგი გუტაშვილზე

„ერთხელაც რომ ენახე ვინმეს, არასდროს დაგივიწყებდა, საოცრად გულისხმიერო ადამიანო. მხოლოდ ოჯახის და მეგობრებისთვის არა, ქვეყნისთვისაა ტრაგედია შენი აღარ ყოფნა“, – წერს ანა ახალაძე.

„მეგი, მოკრძალებული, ღიმილიანი და გამორჩეული ლიდერი, გრუნის კურსდამთავრებული…გიგის პირველკურსელთა შორის ველოდებოდით, გაუსაძლისი ტკივილია” – გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი შოვში დაღუპულ და-ძმაზე 

მეგი გუტაშვილის კადრებს ავრცელებს სოციალური ქსელის კიდევ ერთი მომხმარებელი და წერს:

„ჩვენ, ქართველებს, ტრაგედიები შემოგვეჩვია და სტატისტიკად იქცა. სათვალავი აგვერია იმ ამბების, რომელიც ადამიანების სიცოცხლის ხელყოფით სრულდება.

სამყაროდ იქცა მეგი და ყველა ის ადამიანი, ვინც შთანთქა მიწამ.

ყველაზე მეტად მაინც იმაზე მეფიქრება, რომ ეს არ იყო გარდაუვალი რამ, ეს იყო მოვლენა, რომლის თავიდან აცილებაც შეგვეძლო.

დღეს ვამბობდით, ნებისმიერი რამის კეთების დროს, გონებას ფონად დასდევს რაჭა, შოვის ამბები. და მაინც, ფიზიკურად ვერ წარმოვიდგენთ იმ ადამიანების ემოციებს, ვინც დაკარგა შვილი, დედა, ოჯახის წევრი.

ან ყველაზე მეტად, მაინც, როგორ უნდა წარმოიდგინო ემოცია, რომელსაც გრძნობდნენ ტალახში ჩაფლული ადამიანები“, – წერს მოქალაქე.

 

 

ჩვენ, ქართველებს, ტრაგედიები შემოგვეჩვია და სტატისტიკად იქცა. სათვალავი აგვერია იმ ამბების, რომელიც ადამიანების სიცოცხლის ხელყოფით სრულდება.

სამყაროდ იქცა მეგი და ყველა ის ადამიანი, ვინც შთანთქა მიწამ.

ყველაზე მეტად მაინც იმაზე მეფიქრება რომ ეს არ იყო გარდაუვალი რამ, ეს იყო მოვლენა, რომლის თავიდან აცილებაც შეგვეძლო.

დღეს ვამბობდით, ნებისმიერი რამის კეთების დროს, გონებას ფონად დასდევს რაჭა, შოვის ამბები. და მაინც, ფიზიკურად ვერ წარმოვიდგენთ იმ ადამიანების ემოციებს, ვინც დაკარგა შვილი, დედა, ოჯახის წევრი. ან ყველაზე მეტად, მაინც, როგორ უნდა წარმოიდგინო ემოცია, რომელსაც გრძნობდნენ ტალახში ჩაფლული ადამიანები.

?

Posted by Liza Saorseli on ორშაბათი, 07 აგვისტო, 2023

 

„გიგის სტუდენტობის მოლოცვის ნაცვლად თქვენ დაგტირით და თქვენთან ერთად ყველა დაღუპულს…“ – შოვში დაღუპულ და-ძმას გლოვობენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g