LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ფორმაში წავიყვანოთ გერი „დისნეილენდში“ – ბიანკა ჩენსორის, კანიე და ნორდ უესტების უქმეები

208
page

როგორც ჩანს, კანიე უესტის მეუღლეს, ბიანკა ჩენსორს უესტისა და კიმ კარდაშიანის შვილებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ამჯერად ეპატაჟურმა წყვილმა უქმეები „დისნეილენდში“ გაატარა, მათ თან 10 წლის ნორდი ჰყავდათ.

საზოგადოების განხილვის საგნად კვლავ ბიანკას ჩაცმულობა იქცა. ამჯერად მან კრემისფერი, სხეულზე მომდგარი კომბინეზონი მოირგო, რომელიც ძალიან ჰგავდა საცურაო კოსტიუმს.

ცნობისთვის, გასულ კვირას მაიამიში კანიე უესტის ახალი ალბომის, Vultures პრეზენტაცია შედგა. ამ დღეს ჰიპ-ჰოპ არტისტის მხარდასაჭერად მისი მეუღლე, ბიანკა ჩენსორი და მისი შვილები შეიკრიბნენ. სცენაზე ნორდ უესტის დებიუტი შედგა. მან მამასთან ერთად იმღერა. პაპარაცებმა კონცერტზე მიმავალი ბიანკას გადაღებაც მოახერხეს, მას ხელში უესტის უმცროსი შვილი ეჭირა.

„ველით კიმის რეაქციას“ – ბიანკა ჩენსორი უესტისა და კარდაშიანის შვილით ხელში გადაიღეს

ბიანკა ჩენსორი კანიე უესტს ემუქრება – რას ჰყვება ინსაიდერი

გურამ გვასალია კანიე უესტს „წინდა-ფეხსაცმლის“ პლაგიატში ადანაშაულებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები