LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა გჭირთ ხალხნო, რა გჭირთ! სხვის უბედურებაზე საკუთარი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილების დრო არის?! რა ხალხი ხართ, ვის რად უნდა თქვენი ტაში და ფარისევლობა! „ორი ტრუპის” მომლოდინე უჯიშოებო!“ – „ქართული ოცნების“ წევრი, აჩიკო ბერიძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე

1002
ჩიკო ბერიძე

 
„რა გჭირთ ხალხნო, რა გჭირთ! სხვის უბედურებაზე საკუთარი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილების დრო არის?!“, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი, მომღერალი აჩიკო ბერიძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიას.

უმრავლესობის დეპუტატი საზოგადოების ნაწილს მიმართავს და წერს, რომ იმის მაგივრად, მგლოვიარე ოჯახები ყველამ ერთად ვანუგეშოთ, აღნიშნული ადამიანები ბოროტებას აღვივებენ:

„ტრაგედია მოხდა, მაგრამ მნიშვნელოვანია მშვიდობა… ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია, სპეკულაციებს ცდილობთ“ – აჭარის ფინანსთა მინისტრი

„რა გჭირთ ხალხნო, რა გჭირთ! სხვის უბედურებაზე საკუთარი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილების დრო არი?! მგლოვიარე ოჯახები იმის მაგივრად, რომ ყველამ ერთად რაღაცნაირად ვანუგეშოთ, სამძიმარი ვუთხრათ და გავერთიანდეთ, რა ბოროტებას აღვივებთ და გადასცემთ.

გავიგე იმ ონლაინ ტვ-ეების, დახელფასებულების და ეშმაკზე სულ-გაყიდულების, მაგრამ ვისაც გიცნობთ და პრეტენზია გაქვთ თითქოს ყველაფერზე, მოქალაქეობრივი თვითშეგნება, სოლიდარობის განცდა სულ დაკარგეთ?!!

რა ხალხი ხართ, ვის რად უნდა თქვენი ტაში და ფარისევლობა! „ორი ტრუპის” მომლოდინე უჯიშოებო!“ – წერს აჩიკო ბერიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ ბათუმში, უბედურ შემთხვევას ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

რა გჭირთ ხალხნო, რა გჭირთ ! სხვის უბედურებაზე საკუთარი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილების დრო არი?!! მგლოვიარე ოჯახები…

Posted by Achiko Beridze on კვირა, 16 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g