LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საპარკინგე ადგილი?

63

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საპარკინგე ადგილი ჰონგ-კონგში გაიყიდა. გამოცემა „Bloomberg“-ის ცნობით, 17,5 კვ/მ-ის ფართობის ადგილით სარგებლობისთვის ჩინელმა ბიზნესმენმა 5,18 მილიონი ჰონგ-კონგური დოლარი ანუ – 664,3 ათასი ამერიკული დოლარი გადაიხადა. ექსპერტთა შეფასებით,  პარკინგის მფლობელს იგივე თანხად ჰონგ-კონგში ბინის შეძენაც შეეძლო და თან ამასთან ერთად ხურდაც კი დარჩებოდა. მაგალითად, აპრილის თვეში 26,4 კვ/მ ფართობის ბინა სულ რაღაც 538 ათას დოლარად გაიყიდა.

თუ ვინ გახდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული პარკინგის ადგილის მფლობელი უცნობია, თუმცა ადგილობრივ მედია-საშუალებებს ეჭვი აქვთ რომ ის კომპანია Huarong Investmen stock corporartion-ის აღმასრულებელი დირექტორი – კვან ვაი მინია. 58 წლის კვანს საკმაოდ სოლიდური შემოსავალი აქვს და უძრავი თუ მოძრავი ქონების შეძენა მისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები