LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ისტორიას იხსენებს ეკა ხოფერია სალომე ზურაბიშვილზე: „ბევრი რამ მიკვირდა მისგან, მაგრამ მაშინაც და დღესაც ვრწმუნდები: ის ნამდვილი პოლიტიკოსია…“

659
სალომე ზურაბიშვილი, ეკა ხოფერია

ჟურნალისტი ეკა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის რანგში გამართულ ბოლო ბრიფინგსა და მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება სოციალურ ქსელში და წერს, რომ ამ ნაბიჯით სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ „ის ნამდვილად ევროპული სტანდარტის პოლიტიკოსია“.

სალომე ზურაბიშვილი: „მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები – ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა“

„სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლიდან ბოლო ბრიფინგი გამართა; ის გადის ორბელიანების სასახლიდან;

ამით მან, ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ნამდვილად ევროპული სტანდარტის პოლიტიკოსია.

მან ამ ნაბიჯით არ შექმნა ფონი უაზრო, უსაგნო დაპირისპირებისთვის შენობიდან გასვლა-არგასვლის ირგვლივ.

მახსოვს, წლების წინ მიხეილ სააკაშვილის გუნდს რომ დაუპირისპირდა და მისი ცნობილი „ქაჯები მიდიან…“ გზავნილით ხალხი იპოდრომზე მოიწვია, მისი გადაცემაში მიწვევა მინდოდა და იპოდრომზე წავედი მეც. იქ ვერ დაველაპარაკე, გადაცემაში კი მოვიდა.

ბევრჯერ კარგად ვერ ვხვდებოდი მის ნაბიჯებს, ბევრი რამ მიკვირდა მისგან, მაგრამ მაშინაც და დღესაც ვრწმუნდები: ის ნამდვილი პოლიტიკოსია. ევროპული ყაიდის, ასე ორგანულად რომ შეერწყა ქართულ პოლიტიკას.

დანარჩენს პოლიტიკური მოვლენები გვიჩვენებს. ახლა გადაცემა რომ მქონოდა, ისევ წავიდოდი და მოვიწვევდი 😊

წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ხალხის მიერ პირდაპირი წესით ბოლოჯერ არჩეულ მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ჩვენს სამშობლოს!“, – წერს ეკა ხოფერია.

ცნობისთვის, პარლამენტში მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის პარალელურად სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და თქვა, რომ მათთან ერთად იქნება ახალი არჩევნების ჩატარებამდე.

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის სასახლიდან მიმართვის ბოლოს იქ შეკრებილ ხალხთან გავიდა, სადაც მას მოქალაქეებმა მადლობა გადაუხადეს და მის სახელს სკანდირებდნენ.

სლაიდზე გამოყენებული ფოტოები: NIkoloz Urushadze PH

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g