LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა კომენტარს აკეთებს ცნობილ ვიდეოზე ენი გასოევა: „ვფიქრობ, ბევრ რამეს არ ვიმსახურებდი… მე და გიორგი დაახლოებით ექვსი თვეა, რაც დავშორდით, მაგრამ დაშორების პროცესი ცოტა ადრე დაიწყო…“

55543
ენი გასოევა და გიორგი ყიფშიძე

გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლე, ენი გასოევა „დღის პოსტს“ ესტუმრა და განქორწინების მიზეზების შესახებ ისაუბრა, მათ შორის გასცა პასუხი კითხვას, მოქმედებს თუა რა ასაკობრივი სხვაობა წყვილების ურთიერთობაზე.

ენი გასოევა: 

ისე მოხდა, რომ პრესა აჭრელდა და არ გაჩერებულა. ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი. ერთდროულად თავს დამატყდა. ვიყავი „თბილისი ოფენ ეარზე“. მთელი თბილისი იქ იყო. მეგობარი დავკოცნეთ ხუმრობით და პრესამ გამოაქვეყნა, რომ თურმე მკერდზე ვკოცნი ამ ჩემს 18 წლის მეგობარს, რაც ასე არ ყოფილა. ლენუკამაც დაწერა პოსტი, რომ ჩემი რძალი ენი აღარ არის, ჩემი ძმა დაშორდაო. მე ვფიქრობ, ბევრ რამეს არ ვიმსახურებდი. ძალიან მიყვარს ნატალია, ჩემთვის ძალიან ძვირფასი მეგობარია, მიუხედავად იმისა, რომ ახლა არაფრის დრო არ რჩება. ნატალია განზეა გამდგარი, არაფერში ერევა. რაც შეეხება ლენუკას, არაფერი მწყენია. ვისაც რა უნდა, ის პოზიცია დააფიქსიროს, იქით იყო, აქეთ იყოს…

რეალურად ურთიერთობა რატომ დაასრულეთ?

მე და გიორგი დაახლოებით ექვსი თვეა, რაც დავშორდით, მაგრამ დაშორების პროცესი ცოტა ადრე დაიწყო. არაფერი კონკრეტული არ მომხდარა. გარემო პირობები, სტრესი, პანდემიები. ყველაფერი დაგროვდა საბოლოო ჯამში და ვერ გავუმკლავდით.

გიორგი ყიფშიძე მეუღლეს დაშორდა – ლენუკა ყიფშიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

თქვენი შვილები როგორ არიან?

გიორგი არის იდეალური მამა, სასწაული. ეს შემიძლია დარწმუნებით ვთქვა. რაც შეეხება ბავშვებს, ძალიან ცელქები, ხალისიანები არიან, როგორც ყველა ბავშვი.

როგორც მეუღლითაც, აღტაცებული იყავი…

გიორგი ჩემთვის დღემდე ძალიან ძვირფასია. სულ პატივს ვცემ, მეყვარება და ყოველთვის გულშია.

ასაკობრივი სხვაობა წყვილს შორის როცა არსებობს, ყველა ალმაცერად უყურებს მათ ურთიერთობას…

ჩვენ შორის 20 წელია სხვაობა, მაგრამ ეს არ ყოფილა მიზეზი. გიორგისგან ძალიან ბევრი რამ ისწავლა, გიორგიმაც ახალი თაობის ბევრი რამ გაიგო.

ახლა როგორ ხარ?

უცებ დამატყდა ეს ყველაფერი თავზე. რაღაცები მეწყინა, მეტკინა თუ გამიხარდა. გუშინწინდელიდან არის ეს ამბები ატეხილი. ეს ენი არ არის, ეს გიორგის ცოლი არ არის? ყველა მხრიდან მიწევს შემოტევების მოგერიება.

მხარდაჭერასაც ხომ იღებ? ვინ არის შენი გულშემატკივარი?

მამაჩემი და მეგობრები. მამა სულ ჩემ გვერდითაა.

მათ იცოდნენ, რომ პრობლემები იყო ურთიერთობაში?

იცოდნენ. ჩემი ცხოვრება გამჭვირვალეა და არაფერს ვმალავ.

შენი და გიორგის შერიგების შანსი არ არის?

დრო გვაჩვენებს, მაგრამ უფრო არ მგონია. დიდი ხანი ვცდილობდით, რომ გარემოდან გამომდინარე, რაღაცები გაგვემთელებინა. იყო მცდელობები ორივეს მხრიდან, მაგრამ ვერაფერი შევძელით. ერთმანეთი ახლაც ძალიან გვაინტერესებს, პრობლემა ისაა, რომ ვეღარ მოხდა ამის აღდგენა… ცოტა დავისტრესეთ და განრიდება მოხდა ერთმანეთისგან. ვფიქრობ, რომ სწორი მოხდა. სადღაც ერთი წელი ვცდილობდით, მაგრამ ვერ გამოვიდა…

განიცადე?

მეც განვიცადე, მძიმე იყო და გიორგიმაც ძალიან განიცადა. ბოლოს კონფლიქტებიც იყო… მთავარია, მეგობრებად დავრჩეთ.

 

შეგახსენებთ, ახლახან ცნობილი გახდა, რომ ენი გასოევა და გიორგი ყიფშიძე ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ საზოგადოებას ლენუკა ყიფშიძემ ვიდეოს საშუალებით ამცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები