როგორ დავძლიოთ ეგოიზმი – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოკონსულტანტმა ეკა ყიფიანმა ისაუბრა.
რა არის ეგო?
EGO – ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ”მე”-ს (Self); ”მე” არის ფსიქიკური სტრუქტურა, რომელიც ყველაზე ცნობიერია, და შესაბამისად, იგი არის პასუხისმგებელი გადაწყვეტილების მიღებაზე. SUPER-EGO – ანუ ,,ზე-მე” გულისხმობს კულტურულ ნორმებსა და ღირებულებებს, ის არის ე.წ. მორალი და სინდისი ”ზე-მე” არის ის, რასაც ჩვენ მორალს ვუწოდებთ .
მორალის ჩამოყალიბება მშობლებთან იდენტიფიკაციის გზით ხდება. ”ეგო” ორი ბატონის მსახურია: ”იგი”-ს და ”ზე-მე”-სი. მას მესამე ბატონიც ჰყავს – რეალობა. ეგოიზმი კი ეს არის ადამიანების ტენდენცია აღიარონ საკუთარი თავის მიმართ გადამეტებული სიყვარული და დაივიწყონ სხვები, ხოლო ეგოცენტრიზმი არის გადაჭარბებული ტენდენცია საკუთარი პიროვნების ამაღლებისკენ. თუ ადამიანი საკუთარ ეგოს ვერ აკონტროლებს, ის შეიძლება საკუთარ ხედვებსა და ღირებულებებს აცდეს. ამასთან, მეტი ძალაუფლების სურვილს, ხშირად ადამიანი საკუთარ ემოციების მართვასა და კონტროლის დაკარგვამდე მიჰყავს.

რას აკეთებს გადაჭარბებული ეგო?
გადაჭარბებული ეგო ადამიანს მოწყვლადს ხდის, ავიწროებს ხედვას და ხშირად, საკუთარი ღირებულებების საწინააღმდეგო ქმედებების ჩადენისაკენ უბიძგებს. უკონტროლო ეგოს მქონე ადამიანი ხშირად უფრო უხეში და ეგოისტია, აფერხებს სხვა ადამიანების განვითარებას შესაძლებლობებს. მაღალი ეგოს მქონე ადამიანის შეცვლა რთულია, რადგან ასეთ ადამიანს საკუთარ შეცდომებზე სწავლა არ შეუძლია, მისი ეგო შეცდომების აღიარებისგან თავდაცვის მექანიზმს აშენებს. მაღალი ეგოს მქონე ადამიანს განსხვავებული ან კრიტიკული აზრის მოსმენა უჭირს, მას შეუძლია მიიღოს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც მის რწმენასა თუ ცოდნას შეესაბამება და ადასტურებს.
თუ მენეჯერი მაღალი ეგოს პატრონია, მას უჭირს გუნდის მართვა, კონფლიქტურია და ხშირად, კომპანიის ღირებულებებთან კარგავს ბმას. ეგოს კონტროლი სულაც არ არის მარტივი პროცესი, ის თავდაუზოგავ შრომასა და გამბედაობას მოითხოვს.

რა მეთოდები არსებობს ეგოს კონტროლისთვის?
არსებობს ეგოს კონტროლისა თუ მართვის რამდენიმე მეთოდი, რომლის შინაარსიც ასე გამოიყურება: მაღალ პოზიციას ახალი პრივილეგიები მოჰყვება. მათი ნაწილი მენეჯერს საქმის უკეთ გაკეთებაში ეხმარება, ხოლო ნაწილი უბრალოდ მის სტატუსსა და ძალაუფლებას უსვამს ხაზს. ეგოს კონტროლისათვის კარგი იქნება, თუ ადამიანი ამ პრივილეგიებიდან რომელიმეზე უარს იტყვის – მაგალითად, დათმობს პირადად მისთვის გამოყოფილი პარკინგის ადგილს.
მენეჯერმა მხარი უნდა დაუჭიროს, განავითაროს და იმუშაოს ისეთ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მისი ეგოს გამოკვებაზე არ ფიქრობენ. მათ უნდა დაიქირაონ ისეთი ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც იმდენად თავდაჯერებულები არიან, რომ საკუთარი აზრის გამოთქმის არ ერიდებათ და ხშირად, მენეჯერის მოსაზრებას ეწინააღმდეგებიან მაღალ ხელფასს, ლამაზ კაბინეტსა და მაღალ პოზიციას ხშირად ადამიანები შეცდომაში შეჰყავს. ისინი ფიქრობენ, რომ უკვე კარგი მენეჯერობისა და ხალხის მართვის უნივერსალური გასაღები იპოვეს, თუმცა ისინი ცდებიან. ლიდერობა და მენეჯერობა ადამიანებთან ურთიერთობაზეა მიმართული, ადამიანები კი ყოველდღიურად იცვლებიან.
თუ ადამიანი საკუთარ ეგოს საშუალებას მისცემს, ამოარჩიოს რა მოისმინოს, რა დაინახოს და რა დაიჯეროს – წარსულ წარმატებას მომავლის გაფუჭებისა და წარუმატებლობის საშუალებას მისცემს.
ზოგჯერ ადამიანები ეგოს გამოკვების მიზნით მთელ ცხოვრებას სხვა ადამიანებს ვუძღვნით რომ დავიმსახუროთ ტაში, ქათინაურები. ესენი არიან ოჯახის წევრები, ახლობლები, ხელმძღვანელი პირები სამსახურში. რა თქმა უნდა სამოტივაციოდ ძალიან სასარგებლოა გვქონდეს მიზნები ვინმეს გახარებისთვის, მაგრამ ეს არ უნდა გადაგვივიდეს ეგოიზმში და მიზანში რომელიც ეგოს გამოკვებას ემსახურება, თორემ გავა წლები და აღმოვაჩენთ რომ ერთ დღესაც ტაში აღარ დაგვიკრეს, პირიქით გვისაყვედურეს და გვატკინეს სიკეთეზე პასუხად. ამიტომ რაც უფრო ადრეულ ასაკში გვეცოდინება რომ ცხოვრებისეული ბალანსი ყველაზე სასარგებლოა ადამიანისთვის, მით მეტად დავზოგავთ, დროს, ჯანმრთელობას და სხვა ადამიანების პასუხისმგებლობებსაც აღარ ავიღებთ ჩვენს თავზე!
