LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მიმდინარე გეგმები აქვს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს – სახალხო პლატფორმა

345
ვახტანგ-ასანიძე

რა მიმდინარე გეგმები აქვს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ვახტანგ ასანიძემ ისაუბრა.

რა ვადის აირჩიეს საქართველო (EPTA) თავმჯდომარე ქვეყნად?

იუსტიციის სასწავლო ცენტრი ევროპის პენიტენციური დაწესებულებების სასწავლო ცენტრების ასოციაციის (EPTA) თავმჯდომარე ქვეყნად 2023 წელს, ერთი წლის ვადით აირჩიეს. ცხადია, ეს მიღწევა იუსტიციის სასწავლო ცენტრის მუშაობის მაღალმა სტანდარტმა განაპირობა და დღეს ცენტრი უკვე უფლებამოსილია, რომ არსებული ცოდნა თუ გამოცდილება ევროპელ კოლეგებს გაუზიაროს.

მიმდინარე წელს უკვე განხორციელდა 2 ღონისძიება: ერთი – „კრიზისების მართვის ტრენინგი“, რომელშიც მონაწილეობა EPTA -ს წევრმა 25 ქვეყანამ მიიღო. სწავლება, სასწავლო ცენტრის კოორდინაციითა და ტრენერ ირინა ბრეგვაძის ხელმძღვანელობით, ტალინში ჩატარდა, რაც ესტონეთის უსაფრთხოებისა და მეცნიერების აკადემიასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

მეორე იყო ვორქშოპი, ის 18 ივნისს ონლაინ ფორმატში გაიმართა და „ციხეში პატიმართა შორის ძალადობის პრევენციას“ ეხებოდა. სწავლებას ქალბატონი ნანა მჭედლიძე ხელმძღვანელობდა, რომელსაც პენიტენციური მიმართულებით 26 წლიანი გამოცდილება აქვს.

რა სამომავლო გემები გაქვთ?

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს:

განსაკუთრებით აღსანიშნავია EPTA-ს ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც თბილისში 11-13 სექტემბერს არის დაგეგმილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონაწილეთა რეგისტრაცია და ამ ეტაპზე უკვე რეგისტრირებულია 20 ქვეყნის 28 წარმომადგენელი. კონფერენციის მიმართ ჩვენს ევროპელ კოლეგებს დიდი მოლოდინები აქვთ, რადგანაც სასწავლო ცენტრმა პარტნიორებს ძალიან საინტერესო 3 – დღიანი პროგრამა შესთავაზა, რაც მოიცავს გამოცდილების გაზიარებას ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, ვორქშოპს ვერბალური დეესკალაციის თემაზე… დაგეგმილია ვიზიტი იუსტიციის სახლში, სადაც მონაწილეები იუსტიციის სახლის ინოვაციურ სერვისებს გაეცნობიან. ამასთან, მონაწილეები ეწვევიან რუსთავის მე-16 დაწესებულებას, სადაც დაათვალიერებენ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით შექმნილ საწარმოებს. მონაწილეები ეწვევიან სააკაძის სასწავლო ბაზასაც, რომელიც გასულ წელს პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გაიხსნა.

აღნიშნული პროგრამის გარდა, EPTA-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე დაგეგმილია ახალი თავმჯდომარე ქვეყნის არჩევა და შიდა საორგანიზაციო საკითხების განხილვა.

თავმჯდომარეობის ფარგლებში, კიდევ 2 ტრენინგია დაგეგმილი – ერთი პატიმართა რელიგიური უფლებებს შეეხება და ხოლო მეორე – პენიტენციურ დაწესებულებებში სტრესის მართვას და ის ევროპის ერთ- ერთ დედაქალაქში ჩატარდება.

EPTA 2010 წელს დაარსდა და ევროსაბჭოს წევრ 36 ქვეყანას აერთიანებს. ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის მასშტაბით პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით.

როგორც ცნობილია, სასწავლო ცენტრში მასშტაბური სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ამ თემაზე საუბარს იუსტიციის სამინისტროსა და მინისტრისათვის მადლობის თქმით დავიწყებ, რადგან რომ არა მხარდაჭერა, ამ მასშტაბის სამუშაოების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩვენი ცენტრის ყვარლის და სააკაძის ტერიტორიულ ორგანოებს ეხება, მათ შორის არის თბილისის სასწავლო ცენტრის შენობაც.

ყველაფერი შარშან დაიწყო, როდესაც სასწავლო ცენტრს გადმოეცა სააკაძის სასწავლო ბაზა, სადაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა სატრენინგო და სასტუმრო ოთახებს, შეიძლება ითქვას, თავიდან აშენდა პენიტენციური სიმულაციების ცენტრი და სრულად განახლდა დამხმარე ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, წელს დაიწყო და უკვე სრულდება ადმინისტრაციული შენობისა და სასადილო დარბაზის მშენებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემის თანამშრომლები სასწავლო პროცესს ღირსეულ, მაღალი სტანდარტის პირობებში გაივლიან.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ყვარლის სასწავლო ცენტრი, რომლის სარემონტო- სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დასრულდა – სრულად განახლდა სასტუმრო ოთახები, სატრენინგო და სამუშაო სივრცეები, მოეწყო სამკითხველო დარბაზი, ადრე არ იყო და წელს აშენდა სპორტული-სარეკრეაციო და შემოქმედებითი სივრცე, სრულად განახლდა გარე პერიმეტრი. განსაკუთრებული აღსანიშნავია ამფითეატრი, სადაც სასწავლო – შემოქმედებითი ღონისძიებები გაიმართება.

ყვარელში და სააკაძეში მშენებლობების პარალელურად, მიმდინარეობს თბილისის სასწავლო ცენტრში მეოთხე სართულის მშენებლობის პროცესი, სადაც მოეწყობა საჯარო მოხელეთა ბიბლიოთეკა, რომლისთვისაც 15 000 ზე მეტი წიგნი უკვე შეძენილია. ცენტრს დაემატება საკონფერენციო დარბაზები და სამუშაო ოთახები.

მოსახლეობისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ შექმნილი ონლაინ პლატფორმა, სადაც მომხმარებლებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა კურსი ონლაინ ფორმატში მოისმინონ. გთხოვთ, გაგვაცნოთ რა შესაძლებლობებს გვთავაზობს აღნიშნული სიახლე?

ჩვენი სლოგანი ასე ჟღერს – #განვითარებისთვის, რაც იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყოველდღიურობას გამოახატავს. სასწავლო ცენტრში სისტემატურად ინერგება თანამედროვე და ეფექტიანი სწავლების მეთოდები. იმისთვის, რომ ჩვენი საგანმანათლებლო რესურსი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, შევქმენით ონლაინ პლატფორმა – www.eacademy.tcj.gov.ge ,რაც დისტანციური სწავლებას გულისხმობს.

პლატფორმის შესაძლებლობებით სარგებლობა საკმაოდ მარტივია – მომხმარებელმა უნდა გაიაროს მარტივი რეგისტრაცია. შემდეგად, იქ განთავსებული მასალა ხელმისაწვდომი გახდება. პლატფორმა წელს ამუშავდა და ამ ეტაპზე უკვე განთავსებულია ქართული ენის საბაზო კურსი, რომელიც უფასოა.

კურსი მიზნად ისახავს ქართულ ენაზე საუბრის შესწავლას, რათა დაინტერესებულმა პირებმა დაბრკოლების გარეშე შეძლონ ქართულ ენაზე ყოველდღიური საქმიანობისა თუ ურთიერთობების წარმართვა, სახელმწიფო სერვისის მიღება და პროფესიული განვითარება. აღნიშნული კურსისთვის კონკრეტული დონე მითითებული არაა. ვასწავლით საბაზისო-საკომუნიკაციო ენას, თუმცა სახელმძღვანელო, რომელსაც კურსი ეფუძნება A2 დონეს შეესაბამება.

გარდა ქართული ენის კურსისა აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სხვა სალექციო კურსებზე, რომლებიც მალე გახდება ხელმისაწვდომი.

კიდევ ერთ სიახლეზე მინდა ვისაუბროთ, სასწავლო ცენტრმა გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, სასწავლო მოდულების საერთაშორისო აკრედიტაცია განახორციელა, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო სერტიფიკატებსაც გასცემთ.

იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და გერმანიის საჯარო მოხელეთა აკადემიის თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდა რვა ტრენინგ-მოდულის აკრედიტაცია. ეს სასწავლო კურსებია:

•​ეფექტიანი კომუნიკაცია და მომსახურება

•​ლიდერობა და მართვა

•​HR განვითარება

•​შესრულებული სამუშაოს შეფასება

•​პროექტის წერა და მართვა

•​ტრენერთა ტრენინგი

•​დროის მართვა

•​სამსახურებრივი სტრესი და პროფესიული გადაწვა

გერმანელმა პარტნიორებმა ცენტრის თანამშრომლებისა და მოწვეული ტრენერებისთვის ჩაატარეს ტრენერთა გადამზადების კურსი და იუსტიციის სასწავლო ცენტრს მიენიჭა უფლებამოსილება, გადამზადებული ტრენერების მიერ ჩატარებულ და განახლებულ ტრენინგ-მოდულებზე საერთაშორისო სერტიფიკატი გასცეს.

mazda magti 5g