LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა რეაქცია ჰქონდა ბადრი ესებუას, როდესაც შენიშნა, რომ კამერა უღებდა

529
BeFunky-collage (1)

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა, რომელიც წინასწარ პატიმრობას ბათუმის #3 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს გამართულ პროცესს დაესწრო.

ბადრი ესებუა სხდომაზე მცირე განცხადებით შემოიფარგლა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ბადრი ესებუას კიდევ ერთი ადვოკატი დაიცავს – „მისი დაკავებისას ადამიანის არაერთი უფლება დაირღვა“

ამასთან, „პალიტრანიუსმა“ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც პროცესის მიმდინარეობისას ბადრი ესებუას მოულოდნელი რეაქციაა ასახული.

ბადრი ესებუა ქუთაისიდან ბათუმში გადაიყვანეს – რატომ უმძიმდება ბრალი დაკავებულს

 

სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ ბრალდებულის მშობლები, თუმცა მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი 22 თებერვალს გადაიდო. მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა.

კერძოდ, ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ პროკურატურის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ შუამდგომლობებზე პასუხის გასაცემად დრო და ბრალდებულთან კონსულტაციის გავლა ითხოვა.

ამასთან, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარემ ახალი მტკიცებულების დასაშვებობაზე, ასევე, ახალი მტკიცებულების მოპოვებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააყენა.

კერძოდ, პროკურორ მირანდა წერეთლის განცხადებით, ვინაიდან ბადრი ესებუა ძებნაში იმყოფებოდა, მისგან ხმისა და სუნის ნიმუშების აღება ვერ განხორციელდა, რის გამოც, ოდოროლოგიური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს.

ბადრი ესებუას მოთხოვნაა, მისი ძმა გათავისუფლდეს – ალექსანდრე კობაიძე

მომდევნო სასამართლო პროცესზე, სავარაუდოდ, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლები გამოიკითხებიან. ისინი ვინც, გამოძიების ინფორმაციით, იმ 43 მძევალს შორის იყვნენ, რომლებიც 2020 წლის 21 ოქტომბერს ბანკზე თავდასხმისას შეიარაღებულმა პირმა აიყვანა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g