რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა კიბერბულინგთან დაკავშირებით – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ნანა ფაცაციამ ისაუბრა.
რა ასაკიდან არის დასაშვები გაჯეტების გამოყენება ?
თანამედროვე ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ადამიანის ცხოვრებაში, ის განვითარების განუყოფელ ნაწილად იქცა. მათ შორის მოზარდებიც აქტიურად არიან ჩართულები ამ პროცესში, განსაკუთრებით თვითიზოლაციის პერიოდში ბავშვებში და მოზარდებში იმატა სმარტფონების, კომპიუტერისა და გაჯეტების მოხმარების სიხშირემ.
თანამედროვე ეპოქაში ბავშვების მიერ ინტერნეტისა და გაჯეტების ხშირი გამოყენების პრობლემა აქტუალურად დგას მშობლების წინაშე.
განსაკუთრებით ადრეული განვითარების პერიოდში, სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან ინტერნეტის და ტელეფონის გამოყენება თითქმის მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი, ვინაიდან ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს ცოცხალი ურთიერთობები თანატოლებთან, ახლობლებთან და გარე სამყაროსთან. ამ ასაკში გაჯეტების ხშირი მოხმარება ბავშვებს ამყოფებს პასიურ მდგომარეობაში და აფერხებს მათი კომუნიკაციისა და შემეცნების პროცესს სამყაროსთან, რაც შესაძლოა გახდეს ჯანსაღი განვითარებისთვის შემაფერხებელი პროცესი. მოგეხსენებათ რომ ტელეფონების გამოყენება გაჩუმების ან კვების მიზნით, რასაც სამწუხაროდ ხშირად იყენებენ მშობლები, რათა გააჩუმონ ბავშვები, მეტად საზიანოა ბავშვის განვითარებისთვის, კომუნიკაციის დროულად დაწყების თვალსაზრისით და ა.შ.

სკოლის ასაკის ბავშვებისთვის საჭიროებიდან გამომდინარე აუცილებელიც კი ხდება ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, ინფორმაციის მოძიების კუთხით, საგანანმანათლებლო თამაშების თუ სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით და ა.შ. მნიშვნელოვანია ინტერნეტ მოხმარებამ არ მიიღოს გარკვეული დამოკიდებულებით ხასიათი და სრულად არ მოიცვას მოზარდის აქტიური ცხოვრება.
პრობლემა აქ ინტერნეტ მოხმარების სიხშირეზე მეტად მდგომარეობს იმაში, თუ რა სახის ინფორმაციას უსმენს და უყურებს ბავშვი, შესაძლოა მცირე დროშიც კი მოზარდმა მიიღოს მისთვის არასასურველი და საზიანო ინფორმაცია, რომელიც შემდგომ შესაძლოა გახდეს გამწვავების მიზეზი. მნიშვნელოვანია მშობლის აქტიური ჩართულობა ამ კუთხით და ბავშვისთვის ახსნა გარკვეული საკითხების მიმართ, რასაც უყურებს ან თამაშობს მისი შვილი.
განსაკუთრებით საყურადღებოა მშობლების მხრიდან ის რისკ–ფაქტორები, რაც თან ახლავს ინტერნეტ გამოყენებას, რომელიც ცნობილია კიბერბულინგის სახელით. კიბერბულინგი ეს არის ვირტუალურ სივრცეში დატერორება, მუქარა, ტრადიციული ბულინგის მსგავსად ძალადობის აგრესიის და ჩაგვრის გავრცელებას უწყობს ხელს ციფრული ტექნოლოგიის საშუალებით. თუ მოზარდები დიდ დროს ატარებენ ინტერნეტ სივრცეში, არსებობს გარკვეული რისკ–ფაქტორები იმისა, რომ შესაძლოა მოზარდი გახდეს კიბერბულინგის მსხვერპლი, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს მოზარდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. სწორედ ამიტომაც აუცილებელია მშობლების მეტი ყურადღება ამ კუთხით, რათა ჩვენი შვილი არ გახდეს გარკვეული ძალადობის მსხვერპლი ინტერნეტ აქტივობით.
ვინ შეიძლება გახდეს კიბერბულინგის მსხვერპლი?
რა თქმა უნდა რისკ-ჯგუფს მიეკუთვნება ბავშვები და მოზარდები, თუმცა კიბერ-შეტევის მსხვერპლი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი ადამიანი, უამრავი ფაქტები არსებობს ზრდასრულ ადამიანებთანაც.
არსებობს როგორ პირდაპირი კიბერშეტევა, ასევე ფარული ირიბი სახით, დადებითი კონტექსტით შეფერილი ძალადობის მანიშნებელი მესიჯებით. შესაძლოა ითქვას რომ კიბერბულინგის განხორციელების გზები მრავალფეროვანია და მეტად აზიანებს პიროვნების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.

მშობლების მხრიდან საყურადღებო ნიშნები, რომლებიც შესაძლოა მიუთითებდნენ კიბერბულინგს:
აუცილებელია ბავშვების და მოზარდების ინფორმირება კიბერბულინგის საკითხებზე, რათა იცოდნენ რეაგირების გზები მსგავს შემთხვევებში. აუცილებლად გაუზიარონ მშობლებს უარყოფითი გამოცდილება ინტერნეტ კომუნიკაციის შემთხვევების, დაიცვან საკუთარი და სხვისი პირადი სივრცე, არავის გაუზიარონ საკუთარი და სხვისი პერსონალური ინფორმაცია, იყონ თავაზიანები ონლაინ ურთიერთობებში. აგრესორთან ურთიერთობის შემთხვევები დაბლოკონ და წაშალონ საკუთარი კომუნიკაციის წყაროდა და ა.შ.
ციფრული ტექნოლოგიის ზომიერი და გეგმიური გამოყენება დანიშნულებისამებრ მნიშვნელოვანია და აუცილებელი, ის ხელს უწყობს განვითარების პროცესს და თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მთავარია მშობლების მეტი ყურადღება და ჩართულობა თუ რა შინაარსის თამაშებს ან ინფორმაციას ისმენენ ბავშვები, მშობლების და ბავშვების ინფორმირება კიბერბულინგის შესაძლო ფაქტებზე, რათა მოხდეს თავიდან აცილება იმ რისკ–ფაქტორების რაც ახლავს ინტერნეტ მოხმარებას და დროული რეაგირების ცოდნა კიბერბულინგის შემთხვევებზე. ასევე მნიშვნელოვანია დღის რეჟიმის სწორად დაგეგმვა, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებისა და მოზარდების ჯანსაღ ადაპტაციას გარემოსთან და მათი უწყვეტი განვითარების პროცესის ხელშეწყობას.