LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა მიირთვათ ასაკში: სასარგებლო პროდუქტები 50 წელს გადაცილებულთათვის

123
owl_detail_620_ae3583ce51d8b9b7fa8deb82fcf1b84f

ზოგიერთ საკვებს აქვს სასარგებლო გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებაზე 50 წლის ასაკის შემდეგაც კი, ამბობენ დიეტოლოგები. მათ ჩამოთვალეს პროდუქტები, რომლებიც ამ ასაკში გულის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.

ათეროსკლეროზის განვითარება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოშლის პირველ მიზეზად მიიჩნევა. მისი პრევენცია ხდება ომეგა-3-ის შემცველ რაციონში. ექიმების თქმით, 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები შესაძლოა განიცდიან გულის პრობლემებს სისხლის გასქელების გამო. ამის თავიდან ასაცილებლად დიეტოლოგები ურჩევენ მიირთვათ სისხლის გამათხელებელი ნიორი, ხახვი და ბულგარული წიწაკა.

„ხახვი შეიცავს კვერცეტინს, რომელიც ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, აჩქარებს სისხლის მიმოქცევას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ამიტომ სისხლძარღვები არ ზიანდება. ნიორი კი მდიდარია გერმანიუმით, რომელიც გავლენას ახდენს გულის სარქველების მუშაობაზე“, – განმარტავენ ისინი.

დიეტურ რაციონში ასევე რეკომენდირებულია დარიჩინის, თეთრი ლობიოს, მარცვლეულის და კალიუმით მდიდარი საკვების ჩართვა, მაგალითისთვის ტომატის წვენი და გოგრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები