უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო „ტელეგრამზე“ წერს, რომ რუსებმა ზაპოროჟიესა და მის გარეუბნებში ცხრა რაკეტა გაუშვეს, დაარტყეს ქალაქის ცენტრალურ პარკში მდებარე სასტუმროს, ასევე ელექტრო ქვესადგურსა და სატელევიზიო ანძას.
მისივე ცნობით, ხალხი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი.
„ზაპოროჟიესა და გარეუბნებს ცხრა რაკეტა ესროლეს. რუსმა არაადამიანებმა რაკეტა ესროლეს ცენტრალურ პარკში მდებარე სასტუმროს. არის მნიშვნელოვანი ნგრევა, ხალხი ნანგრევების ქვეშაა. მაშველები ნანგრევების გაწმენდასა და ადამიანების ამოსაყვანად მუშაობენ“, – წერს ტიმოშენკო.